|
2023-04-15 12:14:27, 1626 ნახვა
ომი უკრაინაში
შმიგალი - ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შედეგად უკრაინამ დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო
ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, კონტრშეტევისთვის მზადება მიმდინარეობს, აბსოლიტური ერთიანობაა უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის და აქედან გამომდინარე დენის შმიგალი დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინის და ცივილიზებული სამყაროს გამარჯვებით დასრულდება. „ლოიდ ოსტინთან საუბრისას განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ახლა ვემზადებით ჩვენი კონტრშეტევისთვის. აბსოლუტურად გაერთიანებულნი ვართ ამერიკელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან კონტრშეტევისთვის მომზადების პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ომს მოვიგებთ. ჩვენ გავათავისუფლებთ ტერიტორიებს და ვერცერთი სპეციალური ფსიქოლოგიური ოპერაცია რუსეთის მხრიდან ვერ შეაჩერებს ჩვენს ერთიანობასა და კონტრშეტევას“, - განაცხადა შმიგალმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)