|
2023-04-14 17:13:00, 1563 ნახვა
ომი უკრაინაში
შმიგალი - საფრანგეთი მზადაა უკრაინას 2 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყოს
საფრანგეთი მზადაა უკრაინას 2 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყოს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი Twitter-ზე წერს. შმიგალის თქმით, თანხის ნაწილი უკრაინის აღდგენას მოხმარდება. "საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრთან, ბრუნო ლე მაირთან მქონდა საუბარი SpringMeetings2023-ის ფარგლებში. საფრანგეთი მზადაა გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში უკრაინას 2 მილიარდი ევრო გამოუყოს. თანხის ნაწილი ქვეყნის აღდგენას მოხმარდება",- წერს შმიგალი. ცნობისთვის, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა 2023 წლის განმავლობაში იაპონიისგან 3,5 მილიარდ დოლარს მიიღებს. აღნიშნული თანხები განკუთვნილია ჰუმანიტარული და სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად. გარდა ამისა, უკრაინისთვის გრძელვადიანი ფინანსური დახმარების გაწევისთვის ასევე მზადაა შვეიცარიაც. საუბარია 1,7 მილიარდი დოლარის მიწოდებაზე, რომელიც მას 2028 წლამდე უნდა გადაეცეს. ამასთან, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ განიხილავს, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის უნფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)