|
2023-04-13 23:06:35, 1661 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მაქსიმალური ერთიანობა და ეფექტურობა გვაქვს, ვაახლოებთ გამარჯვებას
მაქსიმალური ერთიანობა და ეფექტურობა გვაქვს, ვაახლოებთ გამარჯვებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა მოუთმენლად ელის პარტნიორების მხრიდან დაპირებული იარაღის მიღებას, მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების მზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ქმედებები ბრძოლის ველზე იქნება ძლიერი. „ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორების მიერ დაპირებული იარაღის მიწოდებას. მაქსიმალურად ვაახლოებთ გამარჯვებას. მაქსიმალური ერთიანობა გვაქვს. მაქსიმალური ეფექტურობა. მომზადებაც უმაღლესი დონისაა“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, დღეს, 13 აპრილს ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის საბრძოლო მასალის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)