16:40 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 17:50:10, 1022 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილმა IMF-სა და WB-ის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა IMF-სა და WB-ის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში შედგა მაღალი დონის დისკუსია: „გლობალური რისკების დაძლევა - სახელმწიფო ვალის მართვის შესაძლებლობების განვითარება", რომელსაც მოდერატორობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაძლებლობათა განვითარების ინსტიტუტის დირექტორი დომინიკ დესრუელი უწევდა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიტა გოპინათმა და ბენინის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, რომოლდ ვადაგნიმ.

თავის გამოსვლაში, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ვალის მართვისა და ფისკალური დისციპლინის განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებზე. მისი თქმით, როგორც პანდემიამდე, ისე პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველომ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი და გონივრული ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნება.

თემატური დისკუსიის მოდერატორის კითხვაზე: „რამ განაპირობა გადამწყვეტი წინსვლა საქართველოში და რით იყო გამოწვეული ბოლო წლებში სახელმწიფო ვალის მართვის უპრეცედენტო გაუმჯობესება, რაც სხვა სახელმწიფოებს შეიძლება სანიმუშო მაგალითად გამოადგეთ?" - ფინანსთა მინისტრმა დაასახელა: საჯარო სექტორში ძლიერი ფინანსური მართვის სისტემის არსებობა და გონივრული ფისკალური დისციპლინის დაცვა; მაკრო-ფისკალური პარამეტრებისა და ვალის მდგრადობის ანალიზის პრაქტიკის არსებობა; ვალის პორტფელის დივერსიფიცირება და საჯარო ფინანსების გონივრული მართვა.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გამოყენებისა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics