|
2023-04-11 19:40:45, 1634 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უცხოელ პილოტებს უკრაინაში საბრძოლველად იწვევს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინის არმიაში გასაწევრიანებლად F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უცხოელი პილოტები მიიწვია. ამის შესახებ რეზნიკოვმა დანიელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. იუწყებ უკრაინული მედია. შეხვედრაზე რეზნიკოვმა უკრაინაში ასევე მიიწვია ის უცხოეული პროფესიონალები, რომლებმაც იციან თუ როგორ გამოიყენონ არტილერია და ტანკები. "თუ არსებობენ პილოტები, რომლებმაც იციან F-16-ის პილოტირება და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ომში, უცხოური ლეგიონი მზადაა, მათ კარი გაუღოს", - განაცხადა რეზნიკოვმა. უკრაინა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებას დასავლელი მოკავშირეებისგან დიდიხანია ელოდება, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ პარტნიორებისგან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და უკრაინისთვის მოთხოვნილი თვითმფრინავების გადაცემა არ არის გამორიცხული და რომ საკითხზე მუშაობა აქტუალურად მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)