18:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 15:02:34, 1012 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს მეთიუ აქსელროდს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ექსპორტის მიმართულებით, მეთიუ აქსელროდს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას, საბაჟო კონტროლის შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის საკითხებს, რაც ხელს უწყობს რეგიონში კანონიერი ვაჭრობის კონტროლის განვითარებას. მიმოხილულ იქნა საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესი.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, ქვეყანა ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ყურადღება დაეთმო საქართველოს სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განმტკიცების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის გაღრმავებას.

შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics