|
2023-04-11 09:44:46, 1528 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კანადაში ჩავიდა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ოფიციალური ვიზიტით კანადაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ოფისი იტყობინება. მათი ცნობით, შმიგალი ტორონტოში კანადის პრემიერთან გამართავს შეხვედრას. შეხვედრას ასევე შეუერთდებიან ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, კრისტია ფრილანდი, საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი და ეროვნული თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი. ტორონტოში შმიგალი და ტრუდო ასევე მონაწილეობას მიიღებენ ხელმოწერის ცერემონიაში და გამართავენ პრესკონფერენციას. "ახლა ჩვენ გვჭირდება მძიმე ჯავშანტექნიკა. ჩვენ გვჭირდება მეტი საარტილერიო ჭურვები: საბრძოლო მასალა "ჰაუბიცებისთვის" და საბრძოლო მასალა ტანკებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონტრშეტევის ორგანიზებისთვის",- განაცხადა შმიგალმა კანადურ გაზეთთან ინტერვიუში. ცნობისთვის, შმიგალისთვის ეს პირველი ვიზიატია კანადაში, უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)