14:39 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 09:25:50, 1395 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 მებრძოლი გაათავისუფლა [ვიდეო]

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 100 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

მისი თქმით, გათავისუფლებულებს შორის არიან სამხედროები, მეზღვაურები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები.

"ჩვენ შევძელით, ჩაგვეტარებინა კიდევ ერთი ტყვეების გაცვლა. უკან ვაბრუნებთ 100 ადამიანს. ესენი არიან სამხედროები, მეზღვაურები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები",- განაცხადა ერმაკმა.

როგორც სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება, რუსული ტყვეობიდან დაბრუნებულ 100 მებრძოლს შორის 9 ოფიცერია, დანარჩენები რიგითებისა და სერჟანტების წარმომადგენლები, 24 ეროვნული გვარდიელი, 22 მესაზღვრე, საზღვაო ძალების 22 წარმომადგენელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 21 სამხედრო და 11 ტერორისტი. 

"გათავისუფლებული სამხედროები მონაწილეობდნენ ხერსონის, ხარკოვის, დონეცკის, კიევის, ზაპოროჟიეს და სუმის მიმართულებებში გამართულ ბრძოლებში. მათ შორის არიან მარიუპოლის, ბახმუტისა და გოსტომელის, ასევე ჩონგარის, ზმეინის კუნძულის, ზაპორიჟჟიეს და ჩერნობილის დამცველები. "გათავისუფლებული პატიმრების თითქმის ნახევარი მძიმედ არის დაშავებული, ავადმყოფი ან ნაწამები. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა", - აცხადებენ შტაბში.

აღსანიშნავია ასევე, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ 106 სამხედროს დაბრუნების შესახებ გამოაცხადა.

მანამდე რუსეთმა რამადანის პატივსაცემად, ყველა დატყვევებული მუსლიმის გაცვლაზე უარი თქვა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics