21:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 15:44:19, 768 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის წარმომადგენლებმა 9 აპრილი, როგორც ერის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

34 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასობით ადამიანი დაშავდა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics