|
2023-04-06 17:30:13, 1525 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკრონი - საფრანგეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ომში ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული
საფრანგეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ომში ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისივე თქმით, შეუძლებელია ევროპა იყოს უსაფრთხო და სტაბილური იქამდე, სანამ კონტინენტზე არის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბირთვული იარაღის განლაგება მფლობელი სახელმწიფოების გარეთ, განსაკუთრებით ევროპაში. ამ მხრივ ყველამ უნდა გაიხსენოს თავისი მოვალეობები, განსაკუთრებით რუსეთმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ეს არ შეესაბამება ჩვენს ვალდებულებებს და საერთაშორისო სამართალს. გრძელვადიანი მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინელი ხალხის პატივისცემით და რუსული ჟესტით. უსაფრთხოების ამ ევროპულ არქიტექტურას, მომავალში უსაფრთხოების სტაბილური ორგანიზაცია სჭირდება. ევროპის ქვეყნების ოკუპირების შემთხვევაში, ეს შეუძლებელია. ახლა ეს უკრაინის შემთხვევაა. ჩვენ ვერ გვექნება უსაფრთხო და სტაბილური ევროპა, ვიდრე ჩვენს კონტინენტზე არის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინ პინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ მიღებული საერთო დეკლარაციის თანახმად, ქვეყნებმა არ უნდა განათავსონ ბირთვული იარაღი საზღვრებს გარეთ. დეკლარაციის მიღების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)