|
2023-04-05 10:49:01, 1140 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა ჩატარდება
"თიბისის" მხარდაჭერით, საქართველოში, მსოფლიო რობოტების ახალგაზრდული ოლიმპიადის რეგიონალური ფინალი გაიმართება. მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა (WRO) გამოწვევებით სავსე, შემეცნებითი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც 75 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს მსოფლიოს 85 ქვეყნიდან. WRO 2004 წლიდან ტარდება და ემსახურება ახალგაზრდების STEM (S-მეცნიერება, T-ტექნოლოგია, E-ინჟინერია, M-მათემატიკა) საგნებით დაინტერესების გაზრდას და მათ შთაგონებას გახდნენ მომავალი ინოვატორები. მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა, რომლის თითოეული აქტივობა რობოტექნიკის შეჯიბრებებს გულისხმობს, მოიცავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ზოგადი განათლების სხვადასხვა სფეროს. კონკურსის შემოქმედებითი დავალებები, 8-დან 19 წლამდე, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, დაეხმაროს მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებაში, ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მათ დამოუკიდებელი, კრეატიული, გამომგონებლური, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება. საქართველოში გამართული ოლიმპიადის მიზანია, ჩვენს ქვეყანაში, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების პრინციპების დანერგვას, ისეთი დისციპლინების განვითარებას როგორიცაა პროგრამირება, რობოტიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, მათემატიკა და სხვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. მსურველთათვის კონკურსზე რეგისტაცია 10 მაისამდე გრძელდება. რეგიონალური ფინალი ჩატარდება თბილისში 12-13 ივნისს. გამარჯვებული გუნდები საქართველოს სახელით გაემგზავრებიან WRO-ს საერთაშორისო ფინალზე. ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე https://wro.ge/ საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან: WRO Georgia, Edutus University, Ug-Limes რობოტექნიკის აკადემია. გენერალური სპონსორები არიან თიბისი და საქართველოს უნივერსიტეტი. "თიბისისთვის" ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)