|
2023-04-04 14:44:23, 821 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - ინფლაციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა არის მინუსში!
ინფლაციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა არის მინუსში! - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. ოქრიაშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება "პროგრესული და ოლიგარქიისგან თავისუფალი მთავრობა", ასეთ შემთხვევაში, შედეგი ეკონომიკაში არ დააყოვნებს. "დღეს, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს 2023-2024 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა არის 4,5 % და 2024 წელს, თუ ყველაფერი კარგად იქნება, 5 %. ასევე, გამოქვეყნდა 2023 წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი - 6 %. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ეკონომიკა არის მინუსში! ამიტომ გარბის ხალხი საქართველოდან, ამიტომ არ აქვს ამ ქვეყანას პერსპექტივა. ჩვენნაირ ქვეყანას, პროგრესული, სამართლიანი მთავრობის პირობებში, ყოველწლიურად, ორნიშნა - 10 და მეტპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. დღევანდელი მოცემულობა არის „ოცნების“ ათწლიანი მმართველობის და ქვეყნის ერთპიროვნული მიტაცების შედეგი. ბიზნესის მიმართ მტრული დამოკიდებულება (ანაკლიის პორტი, ნამახვან-ჰესი და ა.შ.) კორუფცია, კონკურენციის შეზღუდვა, სახელისუფლო ბიუროკრატიული წნეხი, ნდობადაკარგული სასამართლო, სადაც სამართალს ვერ იპოვი, მით უმეტეს დროულად - ეს ჩამონათვალი და მრავალი სხვა, არის ეკონომიკის პროგრესის, ე.ი. ჩვენი ქვეყნის განვითარების მტერი. ვისურვებდი, მომავალში, საქართველოს ჰყავდეს არა ისეთი მთავრობები, როგორიც გვყავდა წარსულში და გვყავს დღეს, არამედ ისეთი, როგორიც ჰყავს მაგალითად ესტონეთს - ჩვენსავით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომლის მშპ საქართველოს იდენტური იყო და დღეს, ესტონეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5,5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ 1990 წელს საქართველოსა და ესტონეთში ერთი და იგივე პროფესიის ადამიანებს ჰქონდათ ერთნაირი ხელფასი, დღეს კი ესტონელს 5,5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე ქართველს. ხომ მოახერხეს ესტონელებმა?! ჩვენ, ქართველებსაც შეგვიძლია! ჩვენ გვჭირდება და გვეყოლება ახალი, პროგრესული და ოლიგარქიისგან თავისუფალი მთავრობა. შედეგი ეკონომიკაში არ დააყოვნებს!" - აცხადებს ოქრიაშვილი.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)