17:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 10:04:24, 907 ნახვა

მსოფლიო
ISW - შესაძლოა, რომ ტატარსკის მკვლელობა კრემლმა რუსეთში ცენზურის გასაძლიერებლად გამოიყენოს

რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, რუსეთში შიდა ბრძოლების მტკიცებულება იყოს,- ამის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების თქმით, არაა გამორიცხული, რომ კრემლმა სამხედრო კორესპონდენტის მკვლელობა რუსულ საზოგადოებაში ცენზურის გასაძლიერებლადაც გამოიყენოს.

ანალიტიკოსების თქმითვე, რუსმა ოფიციალურმა პირებმა და კრემლის პროპაგანდისტებმა მალევე დაადანაშაულეს უკრაინა აფეთქების ორგანიზებაში, თუმცა კიევის წარმომადგენლები ინციდენტში მონაწილეობას უარყოფენ.

ამასთან, ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, გაფრთხილება იყო პრიგოჟინისთვის, რომელიც სულ უფრო მეტად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ კრემლის მთავარ პროპაგანდისტულ მოსაზრებებს უკრაინის ომის შესახებ და მიანიშნებს კიდეც თავის ინტერესებზე რუსეთის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით.

"ფომინის [ტატარსკის] ბიოგრაფია და ქცევა გარკვეულწილად მოგვაგონებს პრიგოჟინს - ისინი ციხეში ყოფნის შემდეგ ცნობილი ულტრანაციონალისტური ფიგურები გახდნენ",- აღნიშნულია ISW-ის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქება მოხდა, რომლის მსხვერპლი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი გახდა. 

რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 25 ადამიანი, 24 კი ჰოსპიტალიზებულია.

აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა.

ამასთან, უცხოური მედიის ცნობით, რუსი სამხედრო კორესპონდენტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დარია ტრეპოვა დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics