|
2023-04-01 17:07:21, 1203 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო და ქალბატონებო, თუ სახელმწიფოს დაუპირებთ დამხობას, მიიღებთ საკადრის პასუხს
ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო და ქალბატონებო, თუ სახელმწიფოს დაუპირებთ დამხობას, მიიღებთ საკადრის პასუხს, - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ახალგაზრდებს იყენებს ფარად და სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული ძალადობრივი ქმედებები, რომელიც თავადვე კარგად იციან, რომ სახელმწიფოსთან არ გაუვათ. „რაც შეეხება ამ ვაიპოლიტიკოსების გამონათქვამებს, რომლებიც პირდაპირ ურტყამენ ჩვენი ქვეყნისა და იმ ახალგაზრდების განვითარებას, რომლებისთვისაც ვითომ რამეს აკეთებენ, სინამდვილეში კი მათ ფარად იყენებენ, მათი მხრიდან არის წახალისებული ასეთი სახის ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს ისტორია არ იცნობს. იქ იდგნენ ჩვენი თანამოქალაქეები, ძმები, დები, მაგრამ მათ აზრადაც არ მოსვლიათ, ძალადობრივი ქმედება განეხორციელებინათ. ამაზრზენია, ვინც ასეთი ქმედებებისთვის ამ ადამიანებს გამოიყენებს, მე მინდა, ყველას ვუთხრა, ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ სახელმწიფოს თუ დაუპირებთ დამხობას, ჩვენ საზოგადოებას თუ დაუპირებთ აპოკალიფსის მოწყობას, თქვენ მიიღებთ საკადრის პასუხს. კანონზე მაღლა არავინ დგას. ისეთი სახის ქმედება, რომელიც ყველამ ვიხილეთ, რომ პოლიციელზე ბედავენ და ასეთი მძიმე ხასიათის დანაშაულს აქვს ადგილი, მოლოტივს კოქტეილებს ესვრიან და ქუჩებში მანქანებს წვავდნენ, ასეთ შემთხვევაში, კანონი იქნება შეუვალი", - განაცხადა ღუდუშაურმა. ცნობისთვის, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)