|
2023-04-01 13:15:24, 1841 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პუტინმა ბრძოლის ველზე საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია, ნათელია როგორ დასრულდება წარმოებული სისხლიანი ომი
რუსეთის პრეზიდენტს სურს აჩვენოს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები ან გამარჯვებები, მაგრამ მან ვერ მიაღწია მათ ბრძოლის ველზე და აბსოლუტურად ნათელია, როგორ დასრულდება მათ მიერ დაწყებული სისხლიანი ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ატომურ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს. "თუ გსურთ, იცოდეთ ჩემი პირადი აზრი, ვფიქრობ, ინფორმაცია, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ატომურ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს. რუსეთს სურდა დემონსტრირება, რომ ის კვლავ თამაშობს გარკვეულ როლს, რაც რუსეთმა პრეზიდენტ პუტინის მმართველობის დროს დაკარგა. მეორე, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს სურს აჩვენოს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები ან გამარჯვებები, მაგრამ მან ვერ მიაღწია მათ ბრძოლის ველზე და აბსოლუტურად ნათელია, როგორ დასრულდება მათ მიერ დაწყებული სისხლიანი ომი", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ბუჩის გათავისუფლების წლისთავზე უკრაინაში მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერები ჩავიდნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)