|
2023-03-30 20:36:57, 1737 ნახვა
კომენტარი
ჩალაძე ზურაბ ჩხაიძეზე - დროა, ბატონმა ზურაბმა პოლიტიკური „coming out“ გააკეთოს
დროა, ბატონმა ზურაბმა პოლიტიკური “coming out” გააკეთოს, - ასე გამოეხმაურა ‘მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების“ შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე, ზურაბ ჩხაიძის კომენტარს. ზურაბ ჩხაიძემ ბრალი დასდო, გიორგი ჩალაძეს, რომ ის ცრუობს სამედიცინო დოკუმენტების შესახებ არ არსებობის შესახებ, მაგრამ როგორც ჩალაძე აღნიშნავს, ბატონმა ზურაბმა საქმე ისევ ჭორაობაში გადაიტანა და მისი სიტყვების ინტერპრეტაცია მოახდინა და არაფერი უთქვამს სამედიცინო დოკუმენტების არ არსებობის შესახებ; „პირველ რიგში, რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, ბატონმა ზურაბმა თავის ჩვეულ ჭრილში საქმე გადაიყვანა ჭორაობაზე. სამწუხარო არის ის, რომ „რუსთავი 2“- მა ვერ მოახერხა მომენტალურად ექსპერიმენტის განხორციელება. ჩემი ლაივი ნანახი ექნება ყველას, ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს იმ წუთას და არა მომზადების შემდეგ, დილით. საუბარი არის, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი არ არის მათთვისაც კი მაშინ, როცა ეს გამოვაცხადე არა დილა უთენია. საერთოდ, რომ დოკუმენტები არ არსებობს, არსად არ თქმულა და ეს არის უგუნურება, პრიმიტიული მცდელობა, გადაიყვანოს სხვა თემაზე საუბარი. დოკუმენტები არსებობს, მაგრამ მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, კონტროლდება სუს-ის მიერ. მე მესმის, რომ ბატონი ზურაბი არის ახალი, დამწყები პოლიტიკოსი და ძალიან უჭირს სწორი სიტყვების მოძიება ექიმობიდან, მაგრამ მე მგონია, რომ დრო მოვიდა მისი პოლიტიკური „coming out” გააკეთოს“. - განაცხადა გიორგი ჩალაძემ
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)