16:39 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 19:02:39, 1657 ნახვა

კომენტარი
თბილისის მერიის განცხადება, მეტროსადგურებში გამოკრულ საინფორმაციო პლაკატებზე

გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მეტროსადგურებში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი  ნებართვა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მკაცრად აკონტროლებს მსგავს ფაქტებს და რეაგირებს ოპერატიულად.

რაც შეეხება პლაკატებს, განთავსებული იყო რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში.

აღნიშნულ ფაქტზე კომპანია მოახდენს რეაგირებას, ჩამოიხსნება პლაკატები და ტერიტორიები მოწესრიგდება.

გვინდა შევახსენოთ ყველას, დედაქალაქის ქუჩებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში პლაკატების განთავსება არის კანონდარღვევა და მსგავსი ფაქტის ჩამდენი პირები კანონის შესაბამისად ისჯებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics