|
2023-03-30 18:59:43, 1670 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - რესპუბლიკურის შენობის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია და იქ თანამედროვე სტადარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია
„სახელმწიფო დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა იყოს მძლავრი 400-500 საწოლზე გათვლილი, მულტიპროფილური, საუნივერსიტეტო საავადმყოფო. ამისთვის ერთადერთი მისაღები ლოკაცია დღევანდელი რესპუბლიკურის ტერიტორიაა, მას აქვს ცენტრალური მდებარეობა, დიდი ფართობი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით ხელმისაწვდომობა. დღეს, რესპუბლიკურის შენობის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია და იქ თანამედროვე სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია“, - ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი განცხადებით, სამწუხაროდ, რესპუბლიკური საავადმყოფო, 2 ათეულ წელზე მეტია, სამედიცინო სექტორის ფლაგმანის როლს ვეღარ ასრულებს, რადგან ამორტიზებულების გამო, შენობის რესურსის მხოლოდ 15%-ია ათვისებული. „იყო რამდენიმე მცდელობა განახლებულიყო რესპუბლიკური საავადმყოფო, წინა ხელისუფლების დროს, 2-3 თუ სამჯერ გაიხსნა კიდეც. მაგრამ ეს რემონტი და შელამაზება იყო ფასადური, ბუტაფორიული და კლინიკა ვერ ახერხებდა იმ მასშტაბით ფუნქციონირებას, რა მასშტაბებიც უნდა ჰქონოდა. არაერთი გეგმა შედგა და არაერთი პროექტის შექმნის მცდელობაც იყო, მაგრამ დღემდე, ქვეყანა არის დიდი, სერიოზული, მულტიპროფილური დაწესებულების და განსაკუთრებით სახელმწიფოს დაქვემდებარებული კლინიკის გარეშე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)