09:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 10:50:18, 1121 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიური სისტემის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიური სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ პრეზენტაციას, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, კომპანია "მეიქინგს საიენს სვიფტის" დამფუძნებელი ვაკო თურნავა, "სვიფტის" აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი თემო მაღრაძე, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და კომპანია "მეიქინგს საიენს სვიფტის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოს პროკურატურამ, „მეიქინგ საიენს სვიფთ"-თან თანამშრომლობით ინტრანეტი განაახლა, რომლის საშუალებითაც პროკურატურის თანამშრომლების სამუშაო პროცესი გამარტივდა და თანამედროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს მოერგო.

 გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, კომპანია "მეიქინგს საიენს სვიფტს" თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

განახლებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა/ პროგრამული უზრუნველყოფა - აღჭურვილია ყველა იმ ფუნქციონალით, რაც საჭიროა ეფექტიანი სამუშაო პროცესისთვის. განახლებული ინტრანეტი, პროკურატურის თანამშრომლებს დაეხმარება მარტივად გაავრცელონ ინფორმაცია, მოიპოვონ საჭირო დოკუმენტაცია და ერთმანეთთან სწრაფად დაამყარონ კომუნიკაცია.

 ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, პროკურატურა თანამშრომელთა სამსახურებრივი საქმიანობისთვის და ეფექტიანი სამუშაოსთვის საჭირო თანამედროვე ციფრულ-ტექნოლოგიური სისტემის სხვადასხვა ფორმით განვითარებას სამომავლოდაც გეგმავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics