|
2023-03-29 17:55:19, 1598 ნახვა
ომი უკრაინაში
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჩავიდა - ვიდეო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს. აქამდე რაფაელ გროსმა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოების საკითხ უკიდურესად საგანგაშოდ შეაფასა და მხარეებს სადგურის ირგვლივ უსაფრთოხების ზონის შექმნისკენ მოუწოდა, ამ მოწოდებას მხარი დაუჭირა უკრაინის ხელისუფლებამ, მაგრამ ჯერჯერობით საკითხი წინ არ წასულა. გროსისთან ერთად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე 11 კაციანი დელეგაცია ჩავიდა, მათ შორის სამი ინსპექტორი სლოვაკეთიდან, საფრანგეთიდან და იაპონიიდან, რომლებიც დაწესებულებაში ორთვიანი როტაციით დარჩებიან. ცნობისთვის, 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური გადადის რუსეთის ლეგალურ ველზე და მას კომპანია Rosenergoatom მართავს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)