|
2023-03-28 09:37:17, 1701 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - დნიპრო 9 წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა
დნიპრო 9 წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, დნიპროში, რომელიც სტრატეგიული ქალაქია, პირველი გასვლითი ღონისძიება - შტაბის შეხვედრა გამართა და მეთაურებისგან ყველაზე ცხელ წერტილებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. „განვიხილეთ ფრონტისპირა რაიონებში ზოგადი სიტუაცია, ფრონტის მთელ ხაზზე - ხერსონიდან ხარკოვამდე ჩვენი საზღვრების გამაგრება და დაცვა. ყველა მეთაურს ესმის, რომ მტერმა პასუხი უნდა აგოს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს ხალხზე თითოეული დარტყმისთვის, უკრაინელების მთელი ტკივილისთვის - არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული. დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა, მთელი ეს პერიოდი მხარს უჭერს ფრონტსა და მებრძოლებს. სწორედ აქ, დნიპროში ჯერ კიდევ 2014 წლიდან ჩვენს ათასობით მეომარს გადაურჩინეს ჯანმრთელობა მიღებული ჭრილობების შემდეგ. დნიპროში ხდებოდა მოხალისეების მუშაობის კონცენტრირება აგრესიის პირველივე დღიდან", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის დამცველებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)