|
2023-03-27 12:26:14, 888 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს შევხვდები მომდევნო კვირას და ყველა დეტალს გავაცნობ
რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს შევხვდები მომდევნო კვირას და იქნება დეტალური პრეზენტაცია, სადაც ყველა დეტალს გავაცნობ,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბრძანება არ ეხება სამედიცინო პერსონალს და არც ერთ ექიმს, ექთანს თუ სანიტარს დასაქმების და ანაზღაურების კუთხით არანაირი პრობლემა არ შეექმნება. „შემიძლია მეც დაგიდასტუროთ ისევე, როგორც პრემიერმა, რომ არც ერთი სამედიცინო პერსონალი და თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ეს ბრძანება არ ეხება სამედიცინო პერსონალს, ეს ეხება ადმინისტრაციის პერსონალს და კარგი იქნება თუ ერთმანეთისგან განვასხვავებთ. რეორგანიზაცია ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას და იმ წერილს თუ კარგად წაიკითხავთ დეტალურადაა განმარტებული. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, არც ერთ ექიმს, ექთანს თუ სანიტარს დასაქმების და ანაზღაურების კუთხით არანაირი პრობლემა არ შეექმნება. შევხვდები მომდევნო კვირას და იქნება დეტალური პრეზენტაცია, სადაც ყველა დეტალს გავაცნობ. არაფერი ჩვენ დასამალი არ გვაქვს, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს“,- განაცხადა აზარაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 27 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი კლინიკის შესასვლელში საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. საქმე ეხება 21 მარტს გავრცელებულ ღია წერილს, რომელშიც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა. აღნიშნულის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება სტრატეგიული პრიორიტეტია. რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მინისტრის მოადგილე თქვა, რომ "უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების, ასევე ის, რომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს მუშაობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გააგრძელონ მათი საქმიანობის შესრულებას გარდამავალ პერიოდში, ეს ყველაფერი არის განხილვის ფაზაში". რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, გეგმა, რომ შენობა გაიყიდება ან სხვა სახის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, არ არსებობს.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)