|
2023-03-27 11:46:58, 1099 ნახვა
საზოგადოება
სინათლის სიჩქარით აღმოჩენებისკენ - „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო
STEM მიმართულებით (ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) მოსწავლეებში ინტერესის გაღრმავებისთვის და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შექმნილ STEM სკოლაში სწავლა დაიწყო. „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, უკვე 201 მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს STEM მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა და მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული განათლება. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სასწავლო პროცესი ერთწლიანია და ის ორ მოდულად ტარდება. პირველი მოდული უკვე დაიწყო და ივნისის ბოლოს დამთავრდება, მეორე მოდული კი 15 სექტემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით გაიმართება. სკოლაში მოსწავლეთა დიდი ნაწილი რეგიონიდანაა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათობით, პლატფორმა თიმსის მეშვეობით ტარდება. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით იღებენ იმ საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას, რომელიც შემდგომში დაეხმარება მათ, კიდევ უფრო მეტად გაიღრმავონ ცოდნა და საკუთარი მომავალი STEM მიმართულებას დაუკავშირონ. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ნათელ მომავალს ქმნის განათლება. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკის“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, უზრუნველყოს მოსწავლეები ახალი შესაძლებლობებით, განათლების მიღებისთვის საჭირო რესურსებით და დააინტერესოს ისინი მომავლის პროფესიებით. კომაროვის სკოლასთან ერთად, ჩვენ არაერთ პროექტზე ვიმუშავეთ, თუმცა STEM სკოლის მიმართ საზოგადოებაში გაჩენილმა ინტერესმა დაგვანახა, რომ ჩვენ სწორ დროს, სწორ ინიციატივას ვახორციელებთ. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტი მოსწავლე შეძლებს სიღრმისეულად დაეუფლოს მომავლის მიმართულებებს და მიიღოს ხარისხიანი განათლება“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“. აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1200-მდე მოსწავლემ გამოთქვა. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის გადაწყვეტილებით, პროექტის ფარგლებში სკოლაში ადგილების რაოდენობა 150-დან 201-მდე გაიზარდა. „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით კი რეგიონში მცხოვრებ 60 მოსწავლეს, რომლებმაც მისაღებ გამოცდაში უმაღლესი ქულები დააგროვეს, სწავლა სრულად უფინანსდებათ. STEM სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)