|
2023-03-27 10:49:50, 2010 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დროთა განმავლობაში ის უკრაინაში სრულ გამარჯვებას მიაღწევს
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დროთა განმავლობაში, ის უკრაინაში სრულ გამარჯვებას მიაღწევს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, პუტინი ფოკუსირებულია გაჭიანურებული კონფლიქტის გზით თავისი თავდაპირველი მიზნების მიღწევასა და გამარჯვებაზე. "პუტინი, როგორც ჩანს, უარყოფს დასავლურ დისკურსში გავრცელებულ იდეას, რომ არსებული სამხედრო რეალობა მოითხოვს ან მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. ვერც უკრაინამ და ვერც დასავლეთმა ვერ დაარწმუნეს ის, რომ უნდა განიხილოს კონფლიქტის მოგვარების რამე კომპრომისი. პუტინი ფოკუსირებულია თავდაპირველი მიზნების გაჭიანურებული კონფლიქტის გზით მიღწევაზე, რომელშიც ის იმარჯვებს ძალის გამოყენებით უკრაინისთვის საკუთარი ნების მოხვევის ან დასავლეთის მიერ კიევის მიტოვების შემდეგ, უკრაინის ნების გატეხვის გზით“, - აღნიშნულია ანგარიშში. ISW-ის ანალიტიკოსების თქმითვე, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევები აუცილებელია. „რუსეთის შეტევითი ოპერაციების გაგრძელება ბახმუტისა და ავდიივკას ირგვლივ ისევე, როგორც ლუგანსკისა და დასავლეთ დონეცკის ფრონტის ხაზების გასწვრივ, კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ პუტინი რჩება გაჭიანურებულ ომში გამარჯვების მიღწევის ერთგული, რომლის შედეგს, დიდწილად, ადგილზე არსებული სამხედრო რეალობები განსაზღვრავს“,- ვკითხულობთ ISW-ს ანგარიშში. გარდა ამისა, ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინას სამი ვარიანტი აქვს:
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)