|
2023-03-26 13:14:39, 2110 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის შეტევა უკრაინაში კულმინაციას აღწევს
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის შეტევა უკრაინაში კულმინაციას აღწევს. ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 25 მარტს, უკრაინელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა ბახმუტში რუსეთის შეტევასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გამოთქვეს, მაგრამ მათი თქმით, ყველა ეთანხმება შეფასებას, რომ რუსეთის ძალისხმევა ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, კულმინაციას მიაღწევს. "რუსეთის ჯარებს შეუძლიათ გააგრძელონ ხშირი და აგრესიული თავდასხმები ბახმუტზე, მაშინაც კი, თუ შეტევა თითქმის წარუმატებლად დასრულდა, რადგან კულმინაცია არ ნიშნავს ბრძოლის არარსებობას. რუსული თავდასხმები ბახუტში და მის გარშემო, შესაძლოა, განახლდეს მაღალ დონეზე, მნიშვნელოვანი ახალი მიღწევების გარეშე, თუ რეგულარული რუსული არმია ამოქმედდება", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული არმიის ჩართვას შეტევის კულმინაციის თავიდან აცილებაც კი შეუძლია და ამასთან, აგრესორისთვის მნიშვნელოვანი ოპერატიული პროგრესის შექმნა, მაგრამ ექსპერტების თქმით, ასეთი შესაძლებლობები მაინც ნაკლებად სავარაუდოა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)