|
2023-03-25 14:44:58, 1743 ნახვა
ომი უკრაინაში
ანგარიში: ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ბახმუტში და მის გარშემო ცხოვრობს საშინელ პირობებში
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ბახმუტის რეგიონში ცხოვრობს საშინელ პირობებში, შეზღუდული ხელმისაწვდომობით პირველადი მოხმარების საგნებზე, - ამის შესახებ, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშშია ნათქვამი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, ამჟამად 10 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს თავად ბახმუტში და მეზობელ ქალაქებში კონსტანტინოვკაში და ჩასოვ იარში. ბახმუტში, დაახლოებით 3,5 ათასი მოსახლეა დარჩენილი, მათ შორის 32 ბავშვი. წითელი ჯვრის თანამშრომლები არიგებენ ჰიგიენური საშუალებებს, მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს და სასმელ წყალს, მაგრამ ეს არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთების სრული სია. ქალაქი ცენტრალური გათბობის, გაზის, ენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. გაეროს ამ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დღეს მთელ ბახმუტში მხოლოდ ოთხი სამედიცინო მუშაკი დარჩა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ფართომასშტაბიანი გეგმა დაიწყო, თუმცა ზოგიერთმა მცხოვრებმა საკუთარ სახლებში დარჩენა არჩია. ძირითადად მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ოჯახის უმცროსი წევრებიც იძულებულნი არიან დარჩნენ მათთან ახლობლების მოვლა პატრონობის გამო. ბახმუტი უკვე რამდენიმე თვეა ფრონტის ყველაზე ცხელი სექტორია, ქალაქისთვის ბრძოლები დღე და ღამე მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)