21:38 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 18:37:59, 1431 ნახვა

ომი უკრაინაში
სლოვაკეთმა უკრაინას დაპირებული MiG-29-ების ნაწილი უკვე გადასცა

პირველი ოთხი MiG-29 მოიერიშე თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უსაფრთხოდ გადაეცა, - ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სლოვაკეთი რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას გააგრძელებს.

განცხადების თანახმად, დარჩენილი თვითმფრინავები უკრაინას მომდევნო კვირებში გადაეცემათ, თუმცა, ოპერატიული მიზეზების გამო, თარიღს წინასწარ არ ასახელებენ.

"მთავრობა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ჩვენ გვაქვს სწორი მიმართულება, რადგან სწორედ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც უკრაინაში შეიჭრა ", - განაცხადა იაროსლავ ნაგიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics