|
2023-03-23 14:26:44, 1394 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეოთხედ, სტუდენტებისთვის ყველაზე მასშტაბური, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსი ტარდება. კონკურსში მონაწილეობა ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. ამისათვის, მათ უნდა შეკრიბონ გუნდი და გაიარონ რეგისტრაცია. შეჯიბრში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 11 აპრილს დასრულდება. „საქართველოს ბანკისა“ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის თანამშრომლობით განხორციელებული ინიციატივა მიზნად ისახავს, რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის მეშვეობით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას. შეჯიბრი სამ ეტაპად ჩატარდება, რომელშიც თითოეული გუნდი მონაწილეობას საკუთარი უნივერსიტეტის სახელით მიიღებს. კონკურსის ფარგლებში, სტუდენტები იმუშავებენ ბიზნესქეისებზე, გამარჯვებულებს კი საქართველოს მასშტაბით ტოპ საფეხურის მენეჯერები გამოავლენენ. ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსის საპრიზო ბიუჯეტი 20 000 ლარს შეადგენს. პირველი ადგილის მფლობელს 11 000 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილის მფლობელი 6000 ლარს მიიღებს, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი - 3000 ლარს. „საქართველოს ბანკის“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მთავარი ღირებულება განათლების მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ჩვენი პარტნიორობით მრავალი საგანმანათლებლო ინიციატივა და პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთ ასეთ პროექტს „ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსი“ წარმოადგენს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, განივითარონ ანალიტიკური აზროვნების უნარები, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გახდნენ ლოკალური სტუდენტური ქსელის წევრები“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“. კონკურსში მონაწილეობისთვის, სტუდენტებმა უნდა დააკომპლექტონ 4-6 წევრისგან შემდგარი გუნდები. ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსის პირველი ტური კი 24 – 25 აპრილს გაიმართება. კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მეილზე: BusinessCaseCompetition-04@tbsc.ge კონკურსის მონაწილეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით მეილზე: competitionombudsman@protonmail.com
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)