|
2023-03-22 15:26:40, 1547 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. უკრაინის საკრებულოს წარმომადგენლის, ანატოლი კურტევის თქმით, ცნობილია 18 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია. "ზაპორეჟიე ახლა, რუსული რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა. რუსეთი სრული სიველურით ქალაქს ბომბავს. საცხოვრებელ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი ხალხი და ბავშვები ცხოვრობენ. ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი. ეს არ უნდა გახდეს "მხოლოდ კიდევ ერთი დღე" უკრაინაში ან სხვაგან ევროპაში ან მსოფლიოში. მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ერთიანობა და გადაწყვეტილება, რომ უფრო სწრაფად დაამარცხონ რუსული ტერორი და დაიცვან სიცოცხლე",- წერს ზელენსკი. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომაა მიღებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)