14:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 13:17:52, 613 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ზუგდიდში, ტექნოპარკში  დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც, მსხვილი კომპანიების,  ასევე  ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 20-ზე მეტ კომპანიას 250-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდა წარმოდგენილი.

"ფორუმზე, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია.  ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიების გაცნობა,  სამუშაოს მაძიებლებს სახელმწიფო სააგენტოს ზუგდიდის სერვის- ცენტში  შეუძლიათ, სადაც სააგენტოს კონსულტანტები მათ დეტალურ  ინფორმაციას მიაწვდიან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  სამეგრელოს- ზემო სვანეთის  სახელმწიფო რწმუნებულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს მუდმივად ატარებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სამსახურის პოვნის შესაძლებლობას აძლევს.

მიმდინარე წელს, უკვე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  დასაქმების ფორუმების ჩატარება, მათ შორის ტურიზმის სექტორისთვის აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და  სამცხე-ჯავახეთში", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics