|
2023-03-22 09:10:09, 1336 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყირიმიდან ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია დაიწყო
ყირიმიდან ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია უკვე დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ქვეყნის ჩრდილოეთში კიევის მიერ მიღეწეული პირველი გამარჯვებებიდან ერთი წელი გავიდა. "გასული წლის 21 მარტს დასრულდა კიევის რეგიონის პატარა სოფელ მოშჩუნისთვის ბრძოლა და ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ ომში გამარჯვებისკენ. სხვა ასეთი ნაბიჯებიც იყო... გოსტომელის ბრძოლა, ირპინის ბრძოლა, ბრძოლა ჩერნიჰივისა და სუმის რაიონებში, ზმიინის ბრძოლა, მწვავე დაპირისპირება უკრაინის სამხრეთში და ჩვენი უნიკალური თავდაცვის ოპერაცია, რომელმაც თავისუფლება დაუბრუნა ხარკოვის რეგიონს. სხვა აქტიური მოქმედებების შემთხვევაშიც იგივე შედეგს მივაღწევთ - დონბასისთვის გმირულ ბრძოლაში, რომელშიც აუცილებლად დომინირებს უკრაინის დროშა; სამხრეთის შემდგომ დაპირისპირებაში, რომელიც აღადგენს ნორმალურ უკრაინულ ცხოვრებას აზოვის რეგიონში; ჩვენი ყირიმის დაბრუნებაში, საიდანაც უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია. დიდება ყველას და ყველას, ვინც ახლა საბრძოლო მოქმედებებშია! დიდება თითოეულს, ვინც უკრაინისთვის იბრძვის ბახმუტთან, ავდეევკასთან, ვუგლედართან და ფრონტის ხაზის ყველა სხვა ცხელ წერტილთან! დიდება გმირებს!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)