|
2023-03-21 17:02:56, 1161 ნახვა
სამართალი
„ტვ პირველის“ ჟურნალისტზე თავდამსხმელი მამუკა ანდღულაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
"TV პირველის" ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი, ალტ-ინფოს წევრი მამუკა ანდღულაძე, რომელსაც 18 მარტს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. "სამართალმა იზეიმა, მჯეროდა, რომ ასე იქნებოდა", - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ გათავისუფლების შემდეგ. შეგახსენებთ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტი ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, ადამიანთან, რომელმაც პარლამენტის შენობის წინ ევროპავშირის დროშა ჩამოხსნა, ჟურნალისტის დანახვისთანავე მან ჟურნალისტს დაუმტვრია ტელეფონი, რომლითაც იგი ვიდეოს იღებდა და ამასთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მომხდარის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტიკურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)