|
2023-03-18 15:51:29, 1635 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული
მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება თავის მხრივ არის მნიშვნელოვანი მესიჯი რუსული პოლიტიკური ელიტისთვის, ვინაიდან ისინი უნდა მიხვნდნე, რომ ევროპის პოლიტიკურ არენაზე ინტეგრაციას უნდა დაემშვიდობონ. "მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული და მკაფიოა. რუსები თავს იმართლებენ, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს იურისდიქცია რუსეთში არ ვრცელდება, ეს ყველამ კარგად ვიცით - რუსულ სასამართლოებშიც არანაირი იურისდიქცია არ ვრცელდება. ეს ორდერი მნიშვნელოვანია, იმ ქვეყნებს, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან, ვალდებულება აქვთ პუტინი დააკავონ თუ ის მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შევა. ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული. ეს ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსული პოლიტიკური ელიტისთვის - ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ევროპის პოლიტიკურ არენაზე ინტეგრაციას უნდა დაემშვიდობონ. ისინი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვერ წავლენ. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ორდერმა პუტინი როგორც დიდი პოლიტიკური მოთამაშე გაანულა", - განაცხადა პოდოლიაკმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)