17:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 11:37:52, 854 ნახვა

საზოგადოება
მერია - ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირებზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება პერიოდულად შეფერხდება

ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირებზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების კუნძულებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, 18 მარტის 00:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება პერიოდულად შეფერხდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირისა და ნავთლუღის ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და მეველეს ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და სამგორის ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთებსა და მოსკოვის გამზირის N2-ის მიმდებარედ.

"სამუშაოები, რომელიც მოძრაობის შეფერხებას ან გზის შევიწროებას გამოიწვევს, ძირითადად, იწარმოებს ღამის საათებში, ხოლო დღის განმავლობაში, ინტენსიური მოძრაობისას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და სამუშაოები განხორციელდება მოძრაობის მცირედი შეფერხებით.

სამუშაოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უცვლელად,  არსებული საგზაო-სატრანსპორტო სქემის შესაბამისად", - ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics