06:19 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 17:12:47, 1714 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთი უკრაინას MiG-29-ის ტიპის 4 თვითმფრინავს გადასცემს

პოლონეთი უკრაინას უახლოეს დღეებში MiG-29-ის ტიპის 4 მოიერიშე თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ჩეხ კოლეგასთან, პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დუდას თქმით, გადაწყვეტილება სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე მიიღეს.

"მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინას სრულ მუშა მდგომარეობაში გადავცემთ 4 თვითმფრინავს. დანარჩენი თვითმფრინავების მომსახურება და მომზადება მიმდინარეობს", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ვარშავა უკრაინისთვის ჯამში, 10 MiG-29-ის გადაცემას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics