|
2023-03-16 10:44:51, 1686 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - უკრაინაში რუსეთის შეტევის საერთო ტემპი შემცირდა
უკრაინაში რუსეთის ოპერაციების საერთო ტემპი, როგორც ჩანს, წინა კვირებთან შედარებით შემცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ბოლო განახლებაში. ISW-ის ცნობით, ტავრიისკის თავდაცვის ძალების უკრაინის ერთობლივი პრესცენტრის სპიკერმა, პოლკოვნიკმა ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ 15 მარტს განაცხადა, რომ თუ ადრე რუსები დღეში 90-დან 100 შეტევამდე ახორციელებდნენ, ბოლო ერთ კვირაში აღნიშნული მაჩვენებელი 20-დან 29-მდე შემცირდა. დმიტრაშკოვსკი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ძალების შეტევითი პოტენციალის დაკარგვა ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანმა დანაკარგმა განაპირობა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის შეტევების ტემპთან დაკავშირებით ოლექსი დმიტრაშკოვსკის განცხადებები ISW-ის ზოგად დაკვირვებას შეესაბამება. როგორც "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" განახლებაშია ნათქვამი, რუსეთის შეტევითი ოპერაცია ლუგანსკის ოლქში, სავარაუდოდ, კულმინაციას უახლოვდება, თუ ის ჯერ არ დასრულებულა. რუსებმა, გასული კვირის განმავლობაში, მხოლოდ მინიმალურ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს ლუგანსკში, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა, კონტრშეტევების განხორციელება და ტერიტორიის დაბრუნება აღნიშნულ ოლქში, სავარაუდოდ, ახლახან მოახერხეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)