|
2023-03-15 17:20:34, 762 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ, სამწუხაროდ, ოპოზიცია არ მონაწილეობს
ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს და ყველაფერს დიდწილად მარტო უმრავლესობა აკეთებს. „ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ. მომავალ კვირას რამდენიმე კონცეპტუალურ დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, ქალთა უფლებებს. ამით მე-8 და მე-9 რეკომენდაციები შესრულდება, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს უმრავლესობა დიდწილად მარტო აკეთებს, რადგან ვხედავთ, რომ ოპოზიცია ამ საკითხში არ მონაწილეობს ხოლმე. რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტსა და სასამართლო რეფორმას, სრულად შევასრულებთ რეკომენდაციებს. როგორც აქამდე მიდიოდა ყველაფერი სწორად ისე, რომ პუნქტები სკრუპულოზურად სრულდებოდა, საბოლოო ჯამში ასე დასრულდება ყველაფერი“,- განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსებისგან ნათლად ჩანს მცდელობა იმისა, რომ ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნოს და ეს არის ის "პროპაგანდისტული იარაღი", რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. "შემაშფოთებელია, როცა ევროპელი პოლიტიკოსებისგან ვხედავთ მცდელობას, ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს არის რუსული პროპაგანდისტული იარაღი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს – ცდილობს, პროპაგანდისტულად ერთმანეთისგან გამიჯნოს უკრაინელი ხალხი და უკრაინის ხელისუფლება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ ზუსტად ასეთი რუსული პროპაგანდისტული ინსტრუმენტის გამოყენება ხდება, უნდათ, ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს ძალიან სახიფათო გზაა და ძალიან არადემოკრატიული, არაევროპულია. ეს არის პროპაგანდისტული იარაღი, რომელსაც რუსეთი იყენებს მისთვის არასასურველი ქვეყნების თუ ხელისუფლებების მიმართ. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნებოდა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ამ რუსულ ნარატივს თავი დაანებოს", - ამბობს პაპუაშვილი.
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)