|
2023-03-14 19:10:17, 1679 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება, ის არ გაჩერდება
ომის დროს ვისწავლეთ ან საბოოლოდ გავიგეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება, ის არ გაჩერდა 2008 წელს, არ გაჩერდა 2014 ში და არ ჩერდება ახლაც, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორები არ დაუშვებენ ომის ფონზე გადაღლას და ისინი უკრაინას იქამდე დაუდგებიან გვერდით, სანამ ამის საჭიროება იარსებებს. „ჩვენ უფრო მეტად ყურადღებით უნდა მოგვესმინა ჩვენი მეგობრებისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყებისთანავე ეს განვაცხადეთ. სასურველია ეს უფრო ადრე გაგვეკეთებინა. ამ ომის დროს ვისწავლეთ ან საბოოლოდ გავიგეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება. ის არ გაჩერდა 2008 წელს, არ გაჩერდა 2014 ში და არ ჩერდება ახლაც. ჩვენ ვართ ერთიანი, მკაფიო და მტკიცე, როგორც გლობალური საზოგადოება რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ. ჩვენ არ დავუშვებთ ომით გადაღლას და ვიქნებით უკრაინის გვერდით მანამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ეს მხარდაჭერა ეხება ფინანსურ, სამხედრო, ლოჯისტიკურ, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მიმართულებებს, ისევე როგორც უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მეცოლამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)