|
2023-03-14 14:27:58, 1379 ნახვა
სამართალი
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები გამოვლინდა
2023 წლის 1 იანვრიდან 10 მარტის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 224 453 აშშ დოლარი, 11 885 ევრო, 200 000 შვეიცარიული ფრანკი, 79 500 რუსული რუბლი, 4 200 თურქული ლირა და 723 300 (ლირა) ღირებულების ფასიანი ქაღალდები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 304 230.79 ლარი შეადგინა. "საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში 36 000 ლარით დაჯარიმდნენ. ამასთან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სხვა კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით (თანხის 10%- ის ოდენობა), 24 224,78 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთ შემთხვევაში დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა მოქალაქეს სრულად ჩამოერთვა და მას სანციის სახით ჯარიმა 581 489,76 ლარი შეეფარდა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)