|
2023-03-14 09:14:19, 1597 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება რთულია - საჭიროა, მტრის ძალის განადგურება და გავანადგურებთ
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ძალიან მწვავე და მტკივნეულია. საჭიროა, მტრის სამხედრო ძალის განადგურება და ჩვენ გავანადგურებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის. „ბელოგოროვკა და მარინკა, ავდეევკა და ბახმუტი, უგლედარი და კამენკა და ყველა სხვა ადგილი, სადაც ახლა წყდება, როგორი იქნება ჩვენი მომავალი, სადაც იბრძვის ყველა უკრაინელის მომავალი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია. მადლობა ყველას, ვინც იცავს ჩვენს პოზიციებს და იბრძვის უკრაინისა და თავისი თანამებრძოლებისთვის. მადლობა ყველას, ვინც არასდროს გვღალატობს, ვინც ახლოსაა პოზიციებზე. დღეს განსაკუთრებით აღვნიშნავ 92-ე მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებს ბახმუტის რაიონში წარმატებული მოქმედებებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)