|
2023-03-11 14:44:03, 1770 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი და ლაიენი - ერთად ვდგამთ ნაბიჯებს მესამე ქვეყნების მიმართ, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთის ომის მხარდაჭერას
პუტინი ფიქრობდა, რომ ის დაგვყოფდა, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს - ერთად ვდგავართ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აშშ და ევროკავშირი ერთობლივად იღებენ ზომებს რათა აღიკვეთოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობები. "შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაიკავა მტკიცე და ერთიანი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ. ჩვენ, პარტნიორთა ფართო კოალიციასთან ერთად დავაწესეთ სწრაფი და ყოვლისმომცველი სანქციები, რომლებიც ამცირებს რუსეთი შემოსავალს მისი ომისა და სამხედრო-სამრეწველო ბაზის დასაფინანსებლად. პუტინი ფიქრობდა, რომ ის დაგვყოფდა, თუმცა ჩვენ ახლა უფრო ერთიანი ვართ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ერთად ვდგავართ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ჩვენ ერთად ვდგამთ ახალ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია მთელს მსოფლიოში მესამე ქვეყნების აქტორებისკენ, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთის ომის მხარდაჭერას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან",- ვკითხულობთ განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)