|
2023-03-11 10:57:56, 1697 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთთან დაკავშირებულ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიული პირს სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიული პირს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის 2023 წლის 10 მარტის No145/2023 ბრძანებულებაშია მოცემული. "NSDC-მ გაითვალისწინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინადადებები და დააწესა ეკონომიკური სანქციები 120 პირზე, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ასევე კვიპროსის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების. შემაკავებელი ზომები, ასევე, დაწესდა 287 იურიდიულ პირზე, მათ შორის რუსულ ფსონების კომპანიებზე, ლატარიის ორგანიზატორებზე, იპოდრომებზე, საინვესტიციო და გასართობ კომპანიებზე და სხვა",- აღნიშნულია განცხადებაში. განკარგულება, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით ამოქმედდა. ამასთან, სანქციები გათვლილია 50 წელზე. გარდა ამისა, განკარგულების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს აცნობოს სანქციების გამოყენების შესახებ და მათ წინაშე დააყენოს მსგავსი შემზღუდავი ზომების დაწესების საკითხი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)