|
2023-03-10 10:46:22, 2218 ნახვა
კომენტარი
ჩიხლაძე - არ აგერიოთ, წითელ ღილაკს უნდა დააჭიროთ დღეს, ძალიან პრინციპულებო!
წითელ ღილაკს უნდა დააჭიროთ დღეს! მწვანეს არა! - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომამდე, რომელზეც "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის ჩაგდება იგეგმება. ჩიხლაძე განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და იმ 78 დეპუტატს, რომლებმაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტს პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს, კოლექტიურ "ყაველაშვილებს" უწოდებს. ''78 ყაველაშვილს პარლამენტში: არ აგერიოთ, წითელ ღილაკს უნდა დააჭიროთ დღეს! მწვანეს არა! აბა თქვენ იცით ძალიან პრინციპულებო!''- წერს სერგო ჩიხლაძე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის ჩაგდება იგეგმება, დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)