|
2023-03-09 12:22:54, 1832 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მძიმე ღამე იყო, მტერმა 81 რაკეტა ისროლა, არის მსხვერპლი
გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მასობრივი საკარეტო შეტევა განახორციელეს. ყველა რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 81 რაკეტა გაისროლეს, არის მსხვერპლიც. "მძიმე ღამე. მასობრივი სარაკეტო შეტევა ქვეყნის მასშტაბით. კიევი, კიროვოგრაფი, დნიპროპეტროვსკი, ოდესა, ხარკოვი, ზაპორეჟიე, ლვოვი, ივანო-ფრანკივი, ჟიტიმორის რეგიონი, ვინიცა. თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ სახლებზე. სამწუხაროდ არიან დაშავებულები და არის მსხვერპლი. მტერმა ისროლა 81 რაკეტა, ცდილობდენ კვლავ დააშინოს უკრაინელები, დაუბრუნდნენ თავის პათეტიკურ ტაქტიკას. დამპყრობლებს მხოლოდ მშვიდობიანი ხალხის ტერორიზაცია შეუძლიათ. ეს ყველაფერი მათ შეუძლიათ. მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება. პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ყველაფერზე, მათთვის ასე არ ჩაივლის",- წერს ზელენსკი. ცნობისთვის, თავდასხმა მოხდა კიევის, კიროვოგრადის, დნიპროს, ოდესის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, ჟიტომირის, ვინიცის ოლქებზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)