17:44 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-08 17:57:25, 918 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - არ უნდა დავიღალოთ - პოლიტიკური პარტიები ინსტრუმენტად გამოგვიყენეთ

გამოგვიყენეთ პოლიტიკური პარტიები, გამოგვიყენეთ ინსტრუმენტად, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დუმად გადააქცია. 

მისი შეფასებით, თუ ''ქართული ოცნება'' ევროკავშირის სტატუსისთვის არაფერს გააკეთებს, ამას აუცილებლად იზამს ქართველი ხალხი. 

''მე მინდა, რომ დემონსტრაციულად, ეს კანონი დავწვა პირდაპირ ეთერში და მინდა, ეს ბედი ეწიოს ამ კანონს საქართველოს პარლამენტში. ეს პარლამენტი რუსეთის დუმად გადააქცია ბიძინა ივანიშვილმა. მეორე მოთხოვნაა, საქართველოს ევროკავშირის სტატუსისთვის ყველაფრის გაკეთება - ამას თუ არ აკეთებთ, თქვენ, ,,ქართულო ოცნება'', გააკეთებს ქართველი ხალხი. რაც მთავარია, არ უნდა დავიღალოთ. გამოგვიყენეთ პოლიტიკური პარტიები, გამოგვიყენეთ ინსტრუმენტად ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის'', - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics