|
2023-03-07 15:21:18, 1162 ნახვა
საზოგადოება
იოსელიანი - გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ჰქვია საპატიო სახელი - სახალხო დამცველი
გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ჰქვია საპატიო სახელი - სახალხო დამცველი,- ამის შესახებ ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, მას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა. "ამ ძალიან რთულ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის, მე დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რათქმა უნდა ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემს მიმართ, მაგრამ სიმართლე გითხრათ გამოვედი ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანაძილზე უპრეცენდენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა, ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი, თუმცა მიუხედავად ამისა მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპებს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში ქალების იმედი უნდა გვქონდეს, რომლებიც ბერვად უფრო მამაცები არიან, ვიდრე კაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმიტომ არ ზის, რომ მე ვერ შემომხედავდა თვალებში. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ, და მე გავაკეთებ ყველაფერს რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ძალიან საპატიო სახელი ჰქვია, ვიყო ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი",- განაცხადა იოსელიანმა. ცნობისთვის, ცოტახნის წინ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანი აირჩია. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, იოსელიანს მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა.
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)