|
2023-03-06 22:10:30, 2691 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი თამაზ ლომიძე - რუსეთმა განადგურების მეტი არაფერი მოუტანა ეკლესიას, ხოლო ევროპამ ტაძრების აღდგენა დააფინანსა
რუსეთმა ზიანის და განადგურების მეტი არაფერი მოუტანა ჩემს ხალხს და ეკლესიას, ხოლო ევროპამ ქვეყანაში ტაძრების და სიწმინდეების აღდგენა-გადარჩენა დააფინანსა, - ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ერჩივნოს ადამიანს ბოროტი ჩრდილოეთი დასავლეთის კულტურულ და ჰუმანურ ცივილიზაციას. "თავად შეაფასეთ, თუნდაც მე, ერთ ქართველ სასულიერო პირს, როგორ უნდა მერჩივნოს რუსეთთან სიახლოვე ევროპასთან დაახლოვებას? პირველმა ზიანის და განადგურების მეტი არაფერი მოუტანა ჩემს ხალხს და ეკლესიას, ხოლო მეორემ სამშობლოდან იძულებით ევროპაში წამოსულ ჩემს ხალხს ევროპის ქალაქებში საკუთარი ეკლესიები დაუთმო მართლმადიდებლური წირვა-ლოცვისთვის, ჩემს ქვეყანაში კი ქართული ტაძრების და სიწმინდეების აღდგენა-გადარჩენას აფინანსებს ევროპელი ხალხის ფულით. ვინმეს შეუძლია მიზეზი მითხრას, რატომ უნდა მერჩივნოს ბოროტი ჩრდილოეთი დასავლეთის კულტურულ და ჰუმანურ ცივილიზაციას?", - წერს დეკანოზი.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)