|
2023-03-06 15:57:11, 601 ნახვა
პოლიტიკა
ბიუროს სხდომა ხვალისთვის გადაიდო - ოპოზიცია 10:00 საათზე აქციას აანონსებს
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც უნდა გადაწყდეს, როდის გაიტანს უმრავლესობა "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" კანონპროექტს, დღეს აღარ გაიმართება. როგორც სამნიძე სოციალურ ქსელში წერს, სხდომა ხვალ, 7 მარტს 10:00 საათზე ჩაინიშნა. "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს ბრძოლა არის ხანგრძლივი! ბიუროს სხდომა - სადაც ეს რუსული კანონი როდის გავიდოდა პლენარულ სხდომაზე, ის უნდა ეთქვათ - გადაიდო! ხვალისთვის! დილა 10 საათზე. ხვალაც ვაგრძელებთ! იგივე შემართებით! უფრო დიდი ენერგიით და იმედით! და ერთად - რაც მთავარია",- წერს სამნიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ ბიუროს სხდომის გადადების შემდეგ, ოპოზიციონერმა ლიდერებმა, არამათავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ხვალ, 7 მარტს 10:00 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსეს. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)