|
2023-03-03 22:25:50, 1719 ნახვა
ომი უკრაინაში
შმიგალი - ჩვენთვის საკმარისი არ არის „ღია კარი“, ჩვენ გვინდა და ველით კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან
ჩვენთვის საკმარისი არ არის „ღია კარი“, ჩვენ გვინდა და ველით კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა აქტიურად ემზადება ვინლნიუსის სამიტისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, ისინი ელოდებიან, რომ ამ სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდება. მან დასძინა, რომ უკრაინა ნატო-ს აღჭურვილობითა და სტანდარტებით იბრძვის, აქედან გამომდინარე უკრაინა დე ფაქტო არის ნატოში. „ჩვენ აქტიურად ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის. ველოდებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები იყოს. ჩვენთვის საკმარისი არ არის „ღია კარი“. ეს ფრაზა უკრაინისათვის მრავალი წელია ისმის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა და ველით კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენი სამხედროები დღეს ნატოს აღჭურვილობით იბრძვიან, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყენებენ ნატოს სტანდარტებს, ანუ პრინციპში ჩვენ უკვე დე ფაქტო ვართ ნატოში. ბევრი ქვეყანა წევრიანდება ნატოში, რათა ჰქონდეს ამერიკული საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot-ი, გერმანული ტანკი Leopard-ი. დღეს უკრაინა უკვე ნატოშია ამ მხრივ, რჩება ჩვენი პარტნიორების პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებები მართლაც მიიღონ ამ სამიტზე", - განაცხადა შმიგალმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)