|
2023-03-02 14:54:03, 1588 ნახვა
ომი უკრაინაში
„დაასრულეთ ეს ომი“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა G20-ის სამიტზე სერგეი ლავროვს მიმართა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბურბოკმა G20-ის სამიტის შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიმართა. ანალენა ბურბოკმა რუსი კოლეგა G20-ის მუშაობის პარალიზებაში დაადანაშაულა და მოუწოდა, რომ დაასრულოს უკრაინაში მიმდინარე ომი. "ჩვენ გვჯერა მულტილატერალიზმის. დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა", - უთხრა ბურბოკმა შეხვედრაზე მყოფ ლავროვს. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ G20-ის ქვეყნების ფინანსური ლიდერების შეხვედრა გაიმართა. მედიაში ცნობილი გახდა, რომ სამიტის მასპინძელმა ინდოეთმა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვაზე , რათა თავიდან აეცილებინა დებატები და კონფლიქტი. G20-ის შეხვედრა დასრულდა ერთობლივი განცხადების გარეშე, თუმცა აშშ ამტკიცებდა, რომ ერთობლივი განცხადება შეიცავდა მოსკოვის ქმედებების პირდაპირ დაგმობას, მაგრამ რუსეთი და ჩინეთი წინააღმდეგი იყვნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)